მთავარიევროპაიტალიასილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

სილვიო ბერლუსკონი, იტალიის რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ – მინისტრი, მედიამფლობელი და მილიარდერი, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. სილვიო ბერლუსკონი ქრონიკულ ლეიკემიას ებრძოდა, მას გულთან დაკავშირებული პრობლემებიც აწუხებდა, 2020 წელს კი კორონავირუსი დაამარცხა. სილვიო ბერლუსკონი იტალიის რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მმართველია.

სილვიო ბერლუსკონის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი 1994 წელს იტალიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაა.

ბიზნესსა და მედიაში წარმატებულმა ფიგურამ პოლიტიკაშიც შეძლო ძალაუფლების კონსოლიდაცია და იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად იქცა. მის ცხოვრებას მედია ყოველთვის დიდი ყურადღებით აკვირდებოდა.

სილვიო ბერლუსკონი 1936 წელს მილანში დაიბადა. ბიზნესისადმი ინტერესს სილვიო ბერლუსკონი ახალგაზრდობიდან იჩენდა და მან პირველ წარმატებას სამშენებლო ბიზნესსა და მედიაში მიაღწია. სილვიო ბერლუსკონი ფლობდა საფეხბურთო კლუბ მილანსაც. სწორედ ამ პერიოდში ეს გუნდი 5-ჯერ გახდა ჩემპიონი. ქვეყნის სათავეში კი ბერლუსკონი პირველად 2001 წელს მოვიდა, ბოლოჯერ კი 2008 წელს.

მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ის იყო პოლიტიკოსი, რომელსაც ყველაზე ხანგრძლივი დროით ეკავა ქვეყნის პრემიერის თანამდებობა.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ კი სივლიო ბერლუსკონიმ მოსკოვისა და ნატოს დაახლოებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. სილვიო ბერლუსკონი საერთაშორისო ასპარეზზე გავლენის მოპოვებას ცდილობდა, მიუხედავად ამისა, ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ხშირ შემთხვევაში სივლიო ბერლუსკონი, იტალიის პრემიერ – მინისტრისთვის შეუფერებლად იქცეოდა. მაგალითად, ერთხელ იტალიელმა პოლიტიკოსმა გერმანელ კოლეგას მხატვრულ ფილმში საკონცენტრაციო ბანაკის მცველის როლის თამაში შესთავაზა.

სილვიო ბერლუსკონის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედა სხვადასხვა სექსუალური ხასიათის სკანდალმაც. იტალიური მედიის ცნობით, იტალიის ყოფილ პრემიერ – მინისტრს,  200 მილიონ ევროზე მეტი აქვს დახარჯული სამართლებრივი თავდაცვის მიზნით.

2019 წელს სილვიო ბერლუსკონი პოლიტიკაში დაბრუნდა და ის ევროპარლამენტის წევრადაც აირჩიეს. ორი ათწლეულის განმავლობაში ბერლუსკონი იყო ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი იტალიაში – მისი მემკვიდრეობა უამრავ სკანდალს ითვლის.

ბერლუსკონიმ თავისი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში ბევრი მტერი და კრიტიკოსი შეიძინა, თუმცა დატოვა თაყვანისმცემლებიც, რომელთათვის ბერლუსკონი თავისი ქარიზმის დამსახურებით კერპად იქცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend