მთავარისაქართველოსაქართველოში შესაძლოა, უცხოელებისთვის სუროგაცია აიკრძალოს - მთავრობა კანონპროექტს ამზადებს

საქართველოში შესაძლოა, უცხოელებისთვის სუროგაცია აიკრძალოს – მთავრობა კანონპროექტს ამზადებს

ირაკლი ღარიბაშვილი - "ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს, სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ იცის, აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, რომელ წყვილს გაჰყავს. არსებობს ინფორმაცია, შეიძლება ერთნაირსქესიან წყვილებს გაჰყავთ. უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს"

შესაძლოა მალე საქართველოში უცხოელებისთვის სუროგაცია აიკრძალოს – კანონპროექტს საქართველოს მთავრობა ამზადებს – ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მთავრობას სურს სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული.

„უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთავს, ასე ვთქვათ, უხეშად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება, ეს ონლაინაც არის, ძალიან ბევრი რეკლამა ვრცელდება და ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება.

ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს, სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ იცის, აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, რომელ წყვილს გაჰყავს. არსებობს ინფორმაცია, შეიძლება ერთნაირსქესიან წყვილებს გაჰყავთ. უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. არსებული ინფორმაციით სუროგაციის რეგულირების კანონპროექტი პარლამენტს მას შემდეგ გადაეგზავნება, რაც ჯანდაცვის სამინისტრო მასზე მუშაობას დაასრულებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend