მთავარიევროპამონტენგრომონტენეგროს საპარლამენტო არჩევნებში ცენტრისტულმა პოლიტიკურმა პარტიამ გაიმარჯვა

მონტენეგროს საპარლამენტო არჩევნებში ცენტრისტულმა პოლიტიკურმა პარტიამ გაიმარჯვა

მონტენეგროს საპარალამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ახლახან შექმნილმა ცენტრისტულმა პოლიტიკურმა პარტიამ „ევროპა ახლა“, რომელიც მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრების მომხრეა.

თუმცა, ბალკანურ ქვეყანაში კვირას გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, მათ მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საკმარისი ხმები ვერ მოიპოვეს. პარტიამ ხმების 26 პროცენტი დააგროვა.

„ეს ჩვენი მოძრაობისთვის და ამომრჩევლისთვის დიდი გამარჯვებაა. ყველა ზეწოლის და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების მიუხედავად, ერთ წელზე ნაკლებ დროში, ყველაზე დიდი პარტია გავხდით მონტენეგროში“, – განაცხადა მოძრაობის „ევროპა ალხა” ლიდერმა მილოიკო სპაიჩმა.

მილოიკო სპაიჩის პარტიის შემდეგ, ყველაზე მეტი 23 პროცენტი სოციალ დემოკრატიულმა კოალიციამ დააგროვა, რომელიც რამდენიმე პარტიას აერთიანებს და დანიელ ზივკოვიჩი ლიდერობს.

„ახლა ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ სოციალისტების დემოკრატიული პარტია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე ძლიერი სუბიექტია მონტენეგროში”, – განაცხადა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა დანიელ ჟივკოვიჩმა.

რეგიონში იმედოვნებდნენ, რომ კვირას გამართული არჩევნები მონტენეგროში არსებულ ღრმა პოლიტიკურ განხეთქილებას და მრავალწლიან არასტაბილურობას დაასრულებდა. პოლიტიკურმა კრიზისმა ნატოს წევრი ქვყანის ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეაფერხა.

თუმცა მოსალოდნელია, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა გაგრძელდება, რადგან არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობისთვის საჭირო ხმები ვერც ერთმა პარტიამ ვერ დააგროვა. შესაბამისად, პარტიებს კოალიციის ჩამოყალიბებისთვის წინ რთული მოლაპარაკებები ელით.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend