მთავარიამერიკაკანადაკანადაში ტყის ხანძრები მძვინვარებს

კანადაში ტყის ხანძრები მძვინვარებს

კანადაში ტყის ხანძრების ახალი კერებია. ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა,  კარ-მიდამო დაეტოვებინა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ტყის ხანძრები შესაძლოა მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდეს. ბოლო ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან  ხანძარმა 46 000 კვადრატული კილომეტრის მიწის ფართობი გაანადგურა.

გასული კვირების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა კანადაში ასობით მეხანძრე-მაშველი გაგზავნა.  დამატებით დახმარებას ქვეყანა მალე მიიღებს. კანადას ასევე დახმარებას უწევენ სამხრეთ აფრიკიდან, ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან.

გასულ კვირას კი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ საფრანგეთი, პორტუგალია და ესპანეთი კანადაში 280-ზე მეტ მეხანძრეს გაგზავნიან.

კანადელი კოლეგების დასახმარებლად კვებეკში უკვე ჩავიდნენ ფრანგი მეხანძრეები და მაშველები, რომლებიც ოპერატიულ მომზადებას გადიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend