მთავარიამერიკაკანადაკანადაში ტყის ხანძრების 400-ზე მეტი აქტიური კერაა

კანადაში ტყის ხანძრების 400-ზე მეტი აქტიური კერაა

კანადაში კვლავ საშინელი ტყის ხანძრებია.  20 000 პირი იძულებული გახდა, თავისი კარ-მიდამო დაეტოვებინა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ტყის ხანძრები მშრალი ამინდების გამო დაიწყო და სწრაფად გავრცელდა. ბოლო ინფორმაციით, ამჟამად 400-ზე მეტი აქტიური კერაა. ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, პორტუგალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის მთავრობები ერთობლივად 280 მეხანძრეს გაგზავნიან. შეერთებულმა შტატებმა კი უკვე გაგზავნა 600 მეხანძრე და შესაბამისი აღჭურვილობა.

კვამლით არის დაფარული მეზობელი ქვეყანაც. შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში,  ჰაერი დაბინძურებულია. გუშინ რამდენიმე ქალაქის სკოლებში  შეწყდა სასწავლო პროცესი, გადაიდო სპორტული ღონისძიებები და შეფერხდა ავიამიმოსვლა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ტყის ხანძრები კლიმატის ცვლილების შედეგია. ბოლო ინფორმაციით, იანვრიდან მოყოლებული კანადაში ტყის ხანძრების შედეგად 3 მილიონ 800 ათასი ჰექტარი ტყის ფართობი განადგურდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend