მთავარისაქართველოევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომას პარლამენტის წევრები აფასებენ

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომას პარლამენტის წევრები აფასებენ

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომას, რომელიც 8 ივნისს ბრიუსელში გაიმართა, დღეს უკვე საქართველოს პარლამენტის წევრები ეხმიანებიან.
სხდომაზე ევროპარლამენტარებმა განიხილეს – როგორ ასრულებს საქართველო 12 რეკომენდაციას და ევროპარლამენტარებმა გააკრიტიკეს ხელისუფლება ბოლო თვეებში მისი პოლიტიკის გამო. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ევროპარლამენტარების კრიტიკა საფუძვლიანი იყო.
საფრანგეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ გუშინდელმა დისკუსიამ აჩვენა, რომ არიან ჯგუფები, რომელთაც საქართველოს მიმართ ზედაპირული დამოკიდებულება აქვთ. 24 ივნისს ზუსტად ერთი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ევროკომისიისგან საქართველომ 12 რეკომენდაცია მიიღო. საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ამ რეკომენდაციების დიდი ნაწილი კვლავ არ შესრულებულა.
ევროპარლამენტარები კი აცხადებენ, რომ საქართველო ახლა გზაგასაყარზეა და ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს საით წაიყვანს ქვეყანას – ევროკავშირისკენ თუ უკან, წარსულში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend