მთავარიევროპაუკრაინახერსონის რეგიონში წყალმოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ხერსონის რეგიონში წყალმოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

უკრაინის სამხრეთში კახოვკის კაშხლის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა შესახებ უკვე გავრცელდა ინფორმაცია. ხერსონის ოკუპირებული რაიონის ნაწილში დაიღუპა სამი ადამიანი.

წყლით დაფარული ხერსონის ქუჩებში პოლიცია და სამაშველო ჯგუფები  24 საათის განმავლობაში გასაბერი ნავებით გადაადგილდებიან და გადარჩენილებს ეძებენ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, რომ მყისიერი ნაბიჯები გადადგან რთულ მდგომარებაში მყოფი მოსახლეობის დასახმარებლად.

მისი თქმით, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ხერსონის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დახმარების, სასმელი წყლის, საკვებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე. ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ დაბომბვის მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები და სპეცსამსახურების თანამშრომლები შეძლებისდაგვარად ცდილობენ იქ მყოფი ადამიანების დახმარებასა და გამოყვანას.

ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი უკვე უწევენ დახმარებას და იყენებენ სამოქალაქო დაცვის მექანიზმს, რომელიც გერმანიამ, ავსტრიამ და ლიეტუვამ შესთავაზეს. ეს არის წყლის ფილტრები, გენერატორები და ტალახისა და წყლის ტუმბოები. გარდა ამისა, ისინი დაზარალებულ მოსახლეობას გაუგზავნიან კარვებს, საწოლებსა და საბნებს.

რუსული მხარე აცხადებს, რომ ხერსონის რეგიონის იმ ნაწილში, რომელსაც ისინი აკონტროლებენ, სამაშველო ჯგუფებსა და დახმარებას აგზავნიან. კაშხლის განადგურებაში მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ. საერთაშორისო საზოგადოება კი დამატებით სამხილს ელოდება. ვლადიმერ პუტინმა კაშხალთან დაკაშირებული მოვლენები  ბარბაროსულ აქტად შეაფასა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend