ორგანიზაციის “მშობლები განათლებისთვის” განცხადებით, საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლები ნაკლებად არიან ჩართული განათლების სისტემაში არსებული პრობლემების განხილვისა და გადაჭრის პროცესებში.
ორგანიზაცია USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით მშობელთა ქსელის შექმნასა და გაძლიერებაზე მუშაობს, რაც საშუალებას მისცემს მშობლებს, მონაწილეობა მიიღონ შვილების ინტერესებზე მორგებული სასკოლო განათლების სისტემის შექმნაში.