მასშტაბური მოვლენების დროს, როგორც წესი სოციალურ ქსელში შეცდომაში შემყვანი ამბები გვხდება. ასე მოხდა უკრაინაში კახოვკის ჰესის კაშხლის განადგურების შემდეგაც.
სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც თითქოს ჩანს ის მომენტი, როდესაც კახოვკის კაშხალზე აფეთქება მოხდა, რამაც 6 ივნისს გამოიწვია კაშხლის ნგრევა და შემდგომ წყალდიდობა. სინამდვილეში გავრცელებული ვიდეო პირველად 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა.
Just to be clear: This video making the rounds is from an earlier explosion at the Nova Kakhovka dam in November 2022. Stop sharing it. https://t.co/ZN32jVNLVn pic.twitter.com/dPiWdda28N
— Faytuks News Δ (@Faytuks) June 6, 2023
Tineye-ის და Google-ის საპირსპირო ძებნის ინსტრუმენტის გამოყენებით, ჩანს, რომ აფეთქების ვიდეოს თარიღი 2022 წელია. გასული წლის 12 ნოემბერს რამდენიმე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია კახოვკის კაშხალზე მომხდარი აფეთქების შესახებ. მაშინ რუსული არმია ხერსონის ოლქიდან უკან იხევდა, რა დროსაც რუსებმა ააფეთქეს კაშხლის საავტომობილო გზის ნაწილი.
თანამგზავრიდან გადაღებულ მაშინდელ ფოტოებზე ჩანდა, რომ აფეთქების გამო თვითონ კაშხალიც დაზიანდა.
New #satellite images (November 11, 2022, 10:25am local time) show significant damage to the Nova Kakhovka dam, near #Kherson, #Ukraine, with sections of the dam and sluice gates destroyed. https://t.co/msSBBI6h7h pic.twitter.com/yYkXOM1SIf
— Maxar Technologies (@Maxar) November 11, 2022
ასევე ცხოველების რამდენიმე ფოტო, რომლებსაც მომხმარებლები ავრცელებენ სხვადსხვა ქვეყნიდან. ერთზე გამოსახულია წყალში მცურავი ძაღლები, ასევე დატბორილ ქუჩაზე მდგარი ძროხა და დატბორილ სოფელში მყოფი ღორი. ყველა ეს ფოტო მომხმარებელმა უკრაინაში მომხდარ ამბავს დაუკავშირეს.
მცურავი ძაღლების ფოტო გადაღებულია ტიალანდში 2022 წელს. ასევე Google-ის ფოტოების საპირისპირო ძებნის ინსტრუმენტის გამოყენებით, შეგვიძლია დავინახოთ, რომ ფოტო ძველია. ღორის ფოტო 2019 წელს გადაიღეს რუსეთში, ამურის ოლქში მომხდარი წყალდიდობის დროს, ხოლო დატბორილ ქუჩაში მდგარი ძროხის ფოტო გადაღებულია 2021 წელს ავსტრალიაში წყალდიდობის დროს.
რაც შეეხება ცხოველების ბედს უკრაინაში, უკრაინის ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია UAnimals-მა ზოოლოგიურ ბაღზე, “კაზკოვა დიბროვაზე” დაყრდნობით დაწერა, რომ კაშხალშის განადგურების გამო, ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში, მთლიანად დაიტბორა ზოოპარკი. “კაზკოვა დიბროვაის“ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დაიღუპა 300-მდე ცხოველი.