მთავარიევროპაუკრაინაათასობით ადამიანი ცდილობს, დატბორვის სავარაუდო არეალიდან თავის დაღწევას

ათასობით ადამიანი ცდილობს, დატბორვის სავარაუდო არეალიდან თავის დაღწევას

მდინარე დნიპროზე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების გამო მასობრივი ევაკუაცია დაიწყო მიმდებარე სოფლებიდან და დასახლებებიდან. წყლის დონის მკვეთრი მატება საფრთხეს უქმნის ასევე მოსავალს, ფერმის ცხოველებს, სასმელი წყლის მარაგსა და კავშირგაბმულობებს.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს  შემთხვევა ბუნების წინააღმდეგ და მასობრივი განადგურების მიზნით განხორციელებული აფეთქებაა, რაშიც იგი მოსკოვს ადანაშაულებს.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მთელი მსოფლიო გაიგებს რუსეთის მიერ ჩადენილი ამ ომის დანაშაულისა და ეკოციდის შესახებ. ეს ეკოლოგიური ბომბია, რომელიც მიმართულია მოსახლეობის, ჰესის, კაშხლისა და სხვა შენობა-ნაგებობის გასანადგურებლად, დამნაშავე კი რუსი ოკუპანტია. ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ მსოფლიომ, იმისთვის, რომ თავისი უსაფრთხოებაც უზრუნველყოს, ყველას უნდა აჩვენოს, რომ რუსეთი ვერ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას.

მდინარე დნიპროს ტერიტორია, სადაც კახოვკის კაშხალი და ჰიდროელექტროსადგური მდებარეობს, უკვე წელიწადზე მეტია რუსებს აქვთ ოკუპირებული. ახლა ორივე მხარე ცდილობს მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენას. მიყენებული ზიანი მასშტაბურია, შედეგს კი ყველაზე მეტად მშვიდობიანი მოქალაქეები გრძნობენ.

ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ ე.წ. ძმების დამსახურებით შორტითა და მაისურით დარჩა. იგი რუსებს მხეცებს უწოდებს.

მომხდარის ეკოლოგიური და სოციალური შედეგები ნათელია. ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე გაგრილების სისტემების მუშაობას ყურადღებით აკვირდებიან.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რეგიონში  დროულად დაიწყოს სახნავ-სათესი მიწებისა და სასმელი წყლის მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend