ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ომის დანაშაული უწოდა ნოვა კახოვკის ჰესზე თავდასხმას და პასუხისმგბელობა რუსეთს დააკისრა.
„შოკირებული ვარ კახოვკის ჰესზე უპრეცედენტო შეტევით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება ომის დანაშაულია და ამაზე პასუხისგმებელი რუსეთი და მის მიერ კონტროლირებული პირები არიან“, – ნათქვამია შარლს მიშელის განცხადებაში, რომელიც მის ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა.