როგორია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სოციალური ექსკლუზია – სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობები სოციალურად კიდევ უფრო გარიყულები და დაუცველები არიან. ასიმეტრია კი თვალშისაცემია ფაქტობრივად ყველა სფეროში იქნება ეს განათლება, დასაქმება, სოფლის მეურნეობა თუ სახელმწიფოს სერვისებზე წვდომა. თუმცა, ასევე აღნიშნულია, რომ ეთნიკური უნცირესობების ჩართულობა ეკონომიკურ ცხოვრებაში მაღალია და ისინი ძირითადად თვითკმარ ეკონომიკაში მონაწილეობით, ანუ ძირითადად სოფლის მეურნეობის სფეროში ცდილობენ აქტიურობას. ასევე კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში გამოკითხული რესპონდენტების 12.9% ხასიათდება უმუშევრობით, ეთნიკური უმცირესობების 63%-ი ცუდად ან ძალიან ცუდად ცნობს ქართულ ასოებს. 60%-ს ფაქტობრივად არ შეუძლია ქართულად საუბარი. ეთნიკური უმცირესობების 70%-ზე მეტი თითქმის არ მიმართავს თვითმმართველობებს.
კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობებისთვის სოფლის მეურნეობა შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. სოფლის მეურნეობაზე სასიცოცხლო მიჯაჭვულობის მიუხედავად, ეთნიკური უმცირესობების 85%-ზე მეტს მონაწილეობა არასდროს მიუღია ზოგიერთ სახელმწიფო პროგრამაში. ამის მიზეზად კი გამოკითხულები ძირითადად ინფორმაციის ნაკლებობას ასახლებენ.
რეკომენდაციების ნაწილში ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს სახელმწიფო ენის სწავლა და ასევე ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მათ მშობლიურ ენაზე მიეწოდოთ. ასევე, მათი გზავნილია, სახელმწიფომ ეთინიკური უმცირესობების სოციალურ ექსკლუზიას მრავალშრიანად შეხედოს და საჭიროებებზე დაფუძნებული პოლიტიკა დაგეგმოს.
ანა ალელიშვილი