მთავარიევროპაუკრაინა„მტერმა იცის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. დიდება ჩვენს ჯარისკაცებს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

„მტერმა იცის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. დიდება ჩვენს ჯარისკაცებს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსი და უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნები კიევის კონტრშეტევის დაწყებაზე მიანიშნებენ.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, უკრაინულმა არმიამ შეტევა 5 მიმართულებით წამოიწყო.

ოკუპანტების თქმით, მათ უკრაინული არმიის იერიში მოიგერიეს.

უკრაინულმა არმიამ შეტევა მიიტანა ბახმუტის ჩრდილოეთ და სამხრეთ დასავლეთ მიმართულებებზე. უკრაინული მხარის ცნობით, მათ ბახმუტის ჩრდილოეთ მიმართულებაზე კილომეტრითა და 600 მეტრით, ხოლო სამხრეთის მიმართულებაზე 700 მეტრით წაიწიეს წინ.

უკრაინული არმიის წინსვლაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა:

„მადლიერი ვარ ჩვენი ჯარისკაცების. სწორედ ისეთი სიახლეებია როგორსაც ველოდით. ყოჩაღ მეომრებო!

ნათელია, რომ რუსები ისტერიკით ხვდებიან ჩვენს წარმატებას. მტერმა იცის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ისინი გრძნობენ ამას. განსაკუთრებით დონეცკში. დიდი მადლობა!

მსურს, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა რამდენიმე სამხედრო შენაერთს.

მეხუთე მოიერიშე ბრიგადა და 57-ე მოტორიზებული ბრიგადა, ამ სამხედრო შენაერთებმა წარმატებით დაიცვეს პოზიციები, გაანადგურეს ოკუპანტები და, რაც მთავარია წაიწიეს წინ.

მადლობა მეომრებო, მადლობა!

მადლობა ყველას, ვინც უკრაინას უჭერს მხარს, მადლობა ყველას ვისაც რუსების დამარცხებაში წვლილი შეაქვს.

დიდება ჩვენს ჯარისკაცებს, დიდება გმირებს დიდება უკრაინას” – – ვოლოდიმირ ზელენსკი.

ბრძოლები მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციაშიც, ბელგოროდის ოლქში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend