დღეს ვსაუბრობთ ვაჟა-ფშაველას პოემების გრაფიკული ვერსიების შესახებ, რომლებიც გამომცემლობა „არტანუჯმა“ მოზარდებისთვის გამოსცა.
კომიქსების ფორმით მოყოლილი „ალუდა ქეთელაურის,“ „გველისმჭამელის,“ „ბახტრიონისა“ და „სტუმარ-მასპინძლის“ შესახებ “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში გამომცემლობა „არტანუჯის“ რედაქტორმა თამარ ლონდარიძემ ისაუბრა.