კატეგორიები

კიევზე განხორციელებულ ავიათავდასხმას ერთი ბავშვი ემსხვერპლა

კიევზე განხორციელებულ ავიათავდასხმას ერთი ბავშვი ემსხვერპლა

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით, მხოლოდ მაისის თვეში მე-17 ავიაიერიშის თაობაზე, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი ავიადარტყმა განახორციელეს.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დღევანდელი ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, რომელთაგან ერთი ბავშვია. დაშავდა ათამდე მოქალაქე.  დაზიანდა მრავალსართულიანი სახლები, ბავშვთა კლინიკა, წყალსადენი და ავტომობილები.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, კიევზე მომხდარი ავიაიერიშის დროს რუსეთმა გამოიყენა „ისკანდერის“ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემის 10 რაკეტა. უკრაინული მხარის ცნობით, ყველა მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მოიგერია.

დაკავშირებული ამბები
მელონი უკრაინისადმი ტრამპის რიტორიკას აკრიტიკებს და კიევისთვის მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს „საკმარისია“ - უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებს შეუტევს
Latest video