ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ცენტრმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელსაც ხელს აწერენ ტექნოლოგიის სპეციალისტები. ისინი აღნიშნავენ, რომ ხელოვნური ინტელექტის რისკების შემცირება უნდა გახდეს გლობალური პრიორიტეტი, ისეთ რისკებთან ერთად, როგორიცაა პანდემია და ბირთვული ომი.
ხელმომწერების აზრით, ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გახდეს “კაცობრიობის განადგურების” მიზეზი. ამ განცხადებას ხელს აწერენ, მეცნიერები, ბიზნესმენი და პროგრამისტები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის “ნათლიად” წოდებული ჯეფრი ჰინტონი და Open AI-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც დღეს ცნობილი ჩატ-ბოტი ChatGPT შექმნა, სემ ალტმანი.
ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ის რისკები, რომელსაც ატარებს ხელოვნური ინტელექტი. ერთ-ერთი არის მისგან იარაღის შექმნის საშიშროება – მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ნარკოტიკის აღმოჩენა, რომლის გამოყენება შემდეგ შესაძლებელი გახდება ქიმიური იარაღი შექმნა.
ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული დეზინფორმაცია, რომელსაც შეუძლია საზოგადოების დესტაბილიზება. ასევე იმის რისკი, რომ განვითარებული ხელოვნური ინტელექტი აღმოჩნდეს ძალიან მცირე ადამიანების ჯგუფის ხელში, რომელიც გამოიყენებენ მას საზოგადოების წინააღმდეგ. და ზოგადად ადამიანების დასუსტება, რომლებიც აბსულუტურად დამოკიდებული გახდებიან ტექნოლოგიაზე.
ეს არ არის პირველი ღია წერილი, რომელსაც დარგის სპეციალისტები აქვეყნებენ. წელს წერილი გამოაქვეყნა ასობით ინჟინრებმა, პროგრამისტმა, ბიზნესმენმა და უფლებადამცველმა. მათ შორის იყო Tesla-ს შემქმნელი და დღეს სოციალურ ქსელის, Twitter-ის მფლობელი ილონ მასკი. ის მოუწოდებდა მთავრობას, რომ შეიქმნას მარეგულირებელი წესები, იმისათვის, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება არ იყოს ქაოტური და მოექცეს ჩარჩოებში მისი განვითარების ლიმიტი. ყველაზე რეალური რისკი, რომლის განხორციელება ექსპერტების შეფასებით უახლოეს მომავალში შეიძლება, სამუშაო ადგილებზე ადამიანების ჩანაცვლებაა ხელოვნური ინტელექტით.
ნეიროქსელების სპეციალისტმა ხელოვნური ინტელექტის „ნათლიად” წოდებულმა ჯეფრი ჰინტონმა მაისის დასაწყისში კომპანია “გუგლში” თანამდებობა დატოვა, რათა მისი თქმით, ღიად დაეწყო ლაპარაკი იმ რისკების შესახებ რომელიც აქვს ხელოვნურ ინტელექტს, თუ მისი განვითარება არ იქნება დარეგულირებული. ჰინტონის თქმით, ამ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი არ არის, თუმცა ამის პოტენციალი გააჩნია.