2022 წლის ნოემბერში ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიამ OpenAI-მ, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის ბიზნესმენი და ტვიტერის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ილონ მასკი, მსოფლიოს წარუდგინა ჩეთბოტი ChatGPT.
მას შეუძლია შეასრულოს სხვადასხვა ტიპის დავალება – გამართოს დიალოგი მომხმარებელთან, მოძებნოს შეცდომები კოდში, დაწეროს ლექსები და ზოგიერთ შემთხვევაში იკამათოს კიდეც.
ასევე ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიამ დაიქირავა ტრენერები, რეალური ადამიანები, რათა ბოტის პასუხები მაქსიმალურად ადამიანურ ენასთან მიახლოებული ყოფილიყო.
ChatGPT-ის გამოყენება უფასოა და მისი გამოყენება Open AI-ს ვებგვერდზე დარეგისტრირების მერე შეიძლება.
ყველაფერი, რასაც ჩეთბოტი წერს შესაძლოა, ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავდეს და თუ მის მიერ დაწერილ ტექსტს გადამოწმების გარეშე გამოვაქვეყნებთ.
აღსანიშნავია, რომ მას ქართულ ენაზეც ლაპარაკი შეუძლია, თუმცა ძირთადად შემთხვევაში ის გრამატიკული შეცდომებით წერს პასუხს და ქართულ ენაზე ინფორმაციის მოწოდება ფაქტობრივ უზუსტობებსაც შეიცავს.
ChatGPT – ზე ვრცლად ევრონიუს ჯორჯიას ეთერში “უნილაბის” დირექტორმა სანდრო ასათიანმა ისაუბრა.