საქართველოში გადმოსვენებული ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ცხედარი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
ალექსანდრე ლომთათიძე 1924 წელს უზბეკეთის ციხეში დაიღუპა. ის ტაშკენტის ქრისტიანთა სასაფლაოზე დაკრძალეს.
ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ისტორიკოსმა, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარმა, ირაკლი ხვადაგიანმა ისაუბრა.