მთავარიევროპაიტალიასტიქიამ ემილია-რომანიის რეგიონის ფერმერებს მოსავალი სრულად გაუნადგურა

სტიქიამ ემილია-რომანიის რეგიონის ფერმერებს მოსავალი სრულად გაუნადგურა

იტალიას ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობა დაატყდა თავს. წყალდიდობამ მილიონობით ევროს ზარალი გამოიწვია. ემილია-რომანიის რეგიონიდან ევაკუირებულია ათასობით მოქალაქე. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, საჯარო დაწესებულებები და მეურნეობა. რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ადგილობრივი ფერმერები, რომელთა მოსავლის უმეტესი ნაწილი სტიქიურმა უბედურებამ სრულად გაანადგურა.  მიუხედავად მთავრობის დახმარებისა, ფერმერები შიშობენ, რომ მათ არ ექნებათ საკმარისი თანხა, რომ ფინანსური ვალდებულებები დაფარონ და საქმიანობა განაახლონ.

კლაუდიო კაროლი 40 წელზე მეტია, ფერმერია. იგი ფლობდა 600 ჰექტარი მიწის ფართობს, რომელიც წელიწადში დაახლოებით 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა. ახლა კი წყალდიდობის გამო ყველაფერი დაკარგა. „ევრონიუსი“ მას  ოფისში შეხვდა, სადაც ის ზარალს ითვლიდა. ზარალის ანაზღაურების გარდა, ბიზნესის ხელახლა დასაწყებად მას დამატებითი თანხაც სჭირდება.

კლაუდიომ მხოლოდ მიმდინარე წელს 800 000 ევროს შემოსავალი დაკარგა. თუ ამ საქმიანობას გააგრძელებს,  ზარალს  მომავალში დამატებითი ხარჯებიც დაემატება.

მიუხედავად მთავრობის დახმარებისა, კლაუდიო შიშობს, რომ მას არ ექნება საკმარისი თანხმა, რომ ვალი დაფაროს. მათ თანხა უნდა გადაუხადონ დასაქმებულებსა და მომწოდებლებს. ახლა კი ეს შეუძლებელია. ბიზნესის გადასარჩენად თანხხების მოზიდვაა საჭირო, თუმცა ფერმერებმა ჯერ არ იციან, ეს როგორ უნდა მოახერხონ.

კლაუდიომ „ევრონიუსის“ ჟურნალისტს წყალიდიდობის შედეგად დაზიანებული მიწის ნაკვეთები დაათვალიერებინა. მოსავლის უმეტესი ნაწილი ახლაც წყლით არის დაფარული. მხოლოდ მცირე ნაწილი თუ გადაურჩა წყალდიდობას.

კლაუდიოს თქმით, გარკვეულ ადგილებში წყლის სიღრმე 2.5 მეტრს შეადგენს. ამ ნაწილში, 20 ჰექტარზე, მათ  პამიდორი ჰქონდათ დათესილი. 10 ჰექტარზე კი სიმინდი და სხვა მცენარეები. ახლა კი ყველაფერი დაკარგეს.

სერიოზული ზიანი მიადგა ვენახებსაც.

როგორც კლაუდიო ამბობს, აქ წარმოების პროცესამდე მისვლას 3 წელი სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიური ხარჯი იგივე რჩება, თუმცა სამწუხარო ისაა, რომ მომდევნო 3 წელი მოსავალს ვერ აიღებენ.

კლაუდიოს მსგავსად, ბევრი სხვა ფერმერიც დაზარალდა. მთელი ქვეყნის ბოსტნეულისა და ხილის 10 პროცენტი სწორედ ამ რეგიონზე მოდიოდა. წყლის დონე რამდენიმე დღეში დაიწევს, ამ ინდუსტრიის ფეხზე დადგომასა და მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას კი წლები დასჭირდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend