მთავარიევროპაიტალიაიტალიაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება

იტალიაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება

იტალიის სანაპიროს დაცვის სამსახურის თანამშრომლები კვლავ ცდილობენ  სახლებში ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანას. როგორც ცნობილია, იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ემილია-რომანიის რეგიონში, უხვმა ნალექმა და ძლიერმა წვიმამ მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია.

სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან ვერტმფრენები, ნავები, ასევე მყვინთავები, რომლებიც გაჭედილი სანიაღვრო არხებისა და კანალიზაციის გაწმენდაში ეხმარებიან მათ. ხანგრძლივი გვალვის შემდეგ 36-საათიანი ინტენსიური წვიმის გამო ათეულობით მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.

წყალმა  ტალახით აავსო ემილია-რომანიის დასახლებები და სოფლები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები. ექსპერტების შეფასებით, წყალდიდობები კლიმატის კრიზისის შედეგია.

როგორც ცნობილია, მსოფლიოში ხშირი მოვლენაა ექსტრემალური ამინდი, რომელიც გულისხმობს ხანგრძლივ გვალვას, შემდეგ კი ინტენსიურ წვიმას, რომელსაც ვეღარ შთანთქავს გამომხმარი ნიადაგი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend