მთავარიევროპაიტალიაიტალიაში წყალდიდობის შედეგად 20 000 ადამიანი სახლ-კარის გარეშე დარჩა

იტალიაში წყალდიდობის შედეგად 20 000 ადამიანი სახლ-კარის გარეშე დარჩა

იტალიის გარკვეულ ადგილებში გრძელდება მოსახლეობის ევაკუაცია. ჩრდილოეთის რეგიონში, ემილია-რომანიაში,  მცხოვრები 20 000-ამდე ადამიანი სახლ-კარის გარეშე დარჩა. წყალდიდობამ 41 დასახლება და სოფელი გაანადგურა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 13 ადამიანი,  რამდენიმე კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

კოკისპირული წვიმების გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. სულ რამდენიმე წუთში  დასახლებების ქუჩები მდინარეებად გადაიქცა.

ადგილობრივებს მსგავსი რამ არასდროს უნახავთ.

ეს იტალიაში ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობაა. მიუხედავად იმისა, რომ წვიმა შეწყდა, საკანალიზაციო სისტემები გაჭედილია. დასახლებებისა და სოფლების ქუჩები კვლავ იტბორება.

როგორც ვარაუდობენ, წყალდიდობის შედეგად სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, შენობებსა და ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზარალის ოდენობა მილიონობით ევროს აღწევს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend