30 მაისს, თბილისში “თორაძის საერთაშორისო ფესტივალი” იხსნება. ეს მოვლენა აერთიანებს, როგორც კლასიკურ მუსიკას, ასევე ფოლკლორს. ფესტივალის ორგანიზატორია ლექსო თორაძის სახელობის ფონდი, რომელიც 2022 წელს დაარსდა და მისი მიზანი მსოფლიოში ქართული მუსიკისა და კულტურის პოპულარიზაციაა.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საუბრობს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, პიანისტი, ალაბამას უნივერსიტეტის პროფესორი ედიშერ სავიცკი.