მთავარისაქართველო„რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ" - აქცია საქართველოს პარლამენტის შენობასთან

„რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ” – აქცია საქართველოს პარლამენტის შენობასთან

აქციაზე საქართველოს მოქალაქეები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებდნენ

„რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ”- ასე ჰქვია აქციას, რომელიც  საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაიმართა.

აქციაზე საქართველოს მოქალაქეები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მაშინ როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ქართველი მეომრები უკრაინაში რუსულ ხომალდებს ებრძვიან, საქართველოს მთავრობა მწვანე შუქს არ უნდა უნთებდეს რუსეთთან პირდაპირ ფრენებს.

მოქალაქეების თქმით, პრორუსული გზა არასოდეს ყოფილა საქართველოს მოქალაქეების არჩევანი და საქართველომ მრავალჯერ დაამტკიცა რომ მისი მომავალი ევროკავშირშია.

აქციის მონაწილეთა განმარტებით, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ამას გარდა, იმ ქვეყანასთან მოლაპარაკება, რომლის ჯარიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დგას, მიუღებელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend