რუსეთის შეიარღებულმა ძალებმა 9 მაისს, გამთენიისას, უკრაინის მიმართულებით საზღვაო და საჰაერო რაკეტები ისროლეს. უკრაინის საჰერო ძალების მონაცემებით, სულ გამოიყენეს 25 ფრთოსანი რაკეტა, რომელთაგან 23 უკრაინელებმა ჩამოაგდეს.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს ცნობით, კიევის მიმართულებით გამოშვებული 15 რაკეტა ჩამოაგდეს.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, რაკეტის ერთ-ერთი ფრაგმენტი კერძო სახლს დაეცა, სადაც ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია, მოქალაქეები არ დაშავებულან.
გამთენიისას მთელი უკრაინის მასშტაბით იყო გამოცხადებული საჰაერო განგაში.
8 მაისის, საღამოს საათებიდან მოყოლებული უკრაინის სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით რუსეთმა განახორციელა საჰაერო დარტყმები. საჰაერო თავდასხმები რუსეთში საზეიმო სამხედრო აღლუმის აღნიშვნის წინა დღეს ხდება.