მთავარიკუბიმეტამ Facebook-დან არაავთენტური ქართული ანგარიშების ქსელი წაშალა

მეტამ Facebook-დან არაავთენტური ქართული ანგარიშების ქსელი წაშალა

მეტამ სოციალური ქსელიდან ქართული არავთენტური ანგარიშების ქსელი წაშალა. ტექნოლოგური კომპანიის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ქსელის უკან მყოფი ადამიანები თავიანთი რეალური ვინაობის დაფარვას ცდილობდნენ, ფეისბუკის შიდა გამოძიებამ მიაგნო კავშირს ქსელსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს შორის.

სოციალური ქსელების საფრთხეების ახალ ანგარიშში მოხვდა ჯგუფები ჩინეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ვენესუელადან, ირანიდან, ჩინეთიდან, ბურკინა ფასოდან და ტოგოდან. ამავე ანგარიშში მოხვდა საქართველოც.

ფეისბუკის ცნობით, კოორდინირებული არავთენტური ქცევის გამო სოციალური ქელებიდან წაშალეს 80 ფეისბუკანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და 2 ინსტაგრამანგარიში.

ქსელი 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებდა, რათა მთავრობის მხარდასაჭერი კონტენტი გაევრცელებინა, მათ შორის ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო მედიების პოსტების გაზიარებით.

კოორდინირებული არაავთენტური ქცევა, თვითონ მეტას განმარტებით, საჯარო დებატების მანიპულაციის კოორდინირებული მცდელობაა, რომლის დროსაც აქტიურად გამოიყენებენ ყალბ ანგარიშებს. ასეთი ქსელის აღმოჩენის შემთხვევაში იშლება არა მხოლოდ ყალბი, არამედ რეალურ ანგარიშებიც, რომლებიც ჩაერთვებიან დეზინფორმაციის კამპანიაში.

ფეისბუკი კონკრეტულად მიუთითებს, რომ ქართული ქსელების აქტიურობა დაფიქსირდა სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოში იმართებოდა პროტესტი უცხოელი გავლენის აგენტების კანონის წინააღმდეგ.

ქსელის უკან მყოფები ავრცელებდნენ სტატიების, წერდნენ კომენტარებს და აქვეყნებდნენ მიმებს.

ფეისბუკის მონაცემებით, მხოლოდ ამ ქსელმა დაახარჯა დაახლოებით 33 500 დოლარი თავისი კონტენტის ფეისბუკზე რეკლამირებაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში კომენტარი ფეისბუკის ანგარიშთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც ფეისბუკი ქართულ ყალბ ანგარიშებს შლის.

ბოლოს ასეთი ანგარიში საქართველოზე გამოქვეყნდა გასულ წელს, მაშინ ფეისბუკმა წაშალა პრორუსულ მოძრაობა „ალტინფოსთან“ დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები, ხოლო 2021 წელს, „ქართულ მარშთან“ დაკავშირებული ჯგუფები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend