მთავარიაფრიკასუდანისუდანის დატოვებას 800 ათასზე მეტი ადამიანი ცდილობს - UN

სუდანის დატოვებას 800 ათასზე მეტი ადამიანი ცდილობს – UN

სუდანის დედაქალაქში ბრძოლა არ წყდება.

არმიასა და ეგრეთწოდებულ სწრაფი რეაგირების ძალებს შორის დაპირისპირების ფონზე ორივე მხარე მზად არის, ამავე დროს საუდის არაბეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღების მიზნით დელეგაცია გააგზავნოს.

სხვადასხვა სახელმწიფოები კი სუდანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას ამ დრომდე ცდილობენ.

„სუდანში მიმდინარე კონფლიქტი სამწუხაროდ, ერთადერთი კონფლიქტი არ გახლავთ მსოფლიოში, ჩვენ რესურსების განაწილება გვიწევს. გაერთიანებული სამეფო გულუხვი სახელმწიფოა და ჩვენ არამარტო ჩვენი მოქალაქეები, არამედ სუდანის ბევრი მოქალაქეც გამოვიყვანეთ კონფლიქტის ზონიდან“, – აცხადებს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანი ჯეიმს კლევერლი.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა ინფორმაციით, კი მოსკოვმა სუდანიდან 200 ადამიანი გაიყვანა, როგორც კრემლში აცხადებენ, ევაკუირებულ 200 ადამიანს შორის რუსი სამხედროები, მათი ოჯახის წევრები და რიგი მეგობრული სახელმწიფოების მოქალაქეები არიან.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში კი აცხადებენ, რომ სუდანის დატოვებას 800 ათასზე მეტი ადამიანი ცდილობს.

„სუდანიდან ამჟამად 800 ათასამდე ადამიანი ცდილობს წასვლას, თავად სუდანში კი 300 ათასამდე ადამიანმა უკვე დატოვა კარ-მიდამო. ამ ადამიანებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა აუცილებელია, ამ თვალსაზრისით, ბევრი გამოწვევა არსებობს და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუწიოთ დახმარება“, – ამბობს გაეროს წარმომადგენელი პაულ დილონი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრთა ინფორმაციით, დაპირისპირებას 436 მოქალაქე შეეწირა, ათასზე მეტი კი დაჭრილია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend