მთავარისაქართველოაქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია

პარლამენტის შენობის წინ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებისა და მათი მხარდამჭერების აქცია დასრულდა, რის შემდეგაც დემონსტრანტებმა მსვლელობა კვლავ მთავრობის კანცელარიისკენ დაიწყეს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღნიშნულის გამო შეფერხებულია.

„წამალი ბავშვებს“ – ამ გზავნილით საქართველოს პარლამენტთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან რუსთაველის გამზირზე მსვლელობით გადაინაცვლეს. დღევანდელ პროტესტს სტუდენტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
უკვე 12 დღეა, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ აქციებს მართავენ და ხელისუფლებისგან ითხოვენ, ქვეყანაში მათი შვილებისთვის საჭირო მედიკამენტი დაუყოვნებლივ შემოიტანონ.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მთავრობა ჯერ ვერ დააფინანსებს პრეპარატის ქვეყანაში შემოტანას, რადგან დამატებითი სამედიცინო მტკიცებულებებია საჭირო, წამლის ეფექტიანობის შესახებ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend