საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა.
„მორიგი გარდამტეხი გამარჯვება – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. საერთაშორისო სამართალმა საქართველოს სიმართლე კიდევ ერთხელ დაადასტურა. სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერის გვერდზე.