მთავარიევროპაუკრაინაამერიკელი და ევროპელი მაღალჩინოსნები ხორბლის ექსპორტის ახალ გზებზე მსჯელობენ

ამერიკელი და ევროპელი მაღალჩინოსნები ხორბლის ექსპორტის ახალ გზებზე მსჯელობენ

ამერიკელი და ევროპელი მაღალჩინოსნები უკრაინის სამხრეთში მდებარე საპორტო ქალაქ იზმაილში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის მიზანი უკრაინული ხორბლის ექსპორტის ახალი გზების მოძიებაა.

თურქეთის რესპუბლიკის შუამავლობით კიევსა და მოსკოვს შორის ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით არსებული შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში უკრაინული ექსპორტის ალტერნატიული გზების არსებობა დიდ მნიშვნელობას შეიძენს.

უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ დასავლეთის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების წყალობით,  იზმაილის საპორტო ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა.

„ეს პროექტი უკრაინისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია, შეიძლება ითქვას რომ კრიტიკული მნიშვნელობის. უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე სამშობლოს თავისუფლებას იცავენ, ჩვენ კი უკრაინული ეკონომიკის გადარჩენას ვცდილობთ. რუსეთის ფედერაცია უკრაინული პორტების ბლოკადით მსოფლიოზე უდიდეს ზეწოლას ახდენს, მოსკოვის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკა კი უბრალოდ ცინიკურია. ჩვენი ხელისუფლებისა და კერძო სექტორის დახმარებით ჩვენ ვცდილობთ, უკრაინული ხორბლისთვის ახალი საექსპორტო გზების მოძიებას”, – აცხადებს აშშ – ის ელჩი უკრაინაში ბრიჯეტ ბრინკი.

უკრაინული ხორბლის მიწოდება მსოფლიოში მილიონობით ადამიანისთვის კრიტიკული მნიშვნელობის არის.

„დღეს ქალაქ იზმაილში ვიმყოფებით. როდესაც რეგიონში მდებარე სხვადასხვა ქალაქებს ვეწვიეთ, ნათელი გახდა რომ ამ რეგიონში საექსპორტო ინფრასტრუქტურის აშენება მნიშვნელოვანია მიწოდების ალტერნატიული გზები მოძიების თვალსაზრისით. მაშინ როდესაც ოდესის პორტი ბლოკირებული იყო, ამ რეგიონმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა”, – აღნიშნავს უკრაინის პრემიერ – მინისტრის მოადგილე ოლექსანდრ კუბრაკოვი.

ხორბლის ექსპორტი უკრაინის ეკონომიკაში გიგანტურ როლს თამაშობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend