მთავარისაქართველოოპოზიციის წარმომადგენლები „ქოლცენტრებთან" დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

ოპოზიციის წარმომადგენლები „ქოლცენტრებთან” დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

ოპოზიციის წარმომადგენლები ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას კვლავ ითხოვენ. მათი თქმით, ვინაიდან საზოგადოების ინტერესი ამ საკითხის მიმართ მაღალია, მნიშვნელოვანია, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა.

ამასთან, ოპოზიცია ითხოვს ე.წ ქოლცენტრების მფლობელებსა და ხელისუფლებას შორის კავშირი დადგინდეს, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების დახმარებისა და ჩარევის გარეშე ეს საქმე ვერ იარსებებდა.

ხელისუფლების პოზიცია – დაუჭერს თუ არა პარლამენტში ე.წ ქოლცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას – ჯერჯერობით უცნობია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend