საპროტესტო აქცია თელ-ავივის ქუჩებში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები ისრაელის მთავრობის გადაწვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც სასამართლო რეფორმას უკავშირდება.
რეფორმა უზენაეს სასამართლოს უზღუდავს უფლებამოსილებებს, მთავრობას კი საშუალებას აძლევს, მოსამართლეების დანიშვნის საკითხი თავად გადაწყვიტოს. ოპონენტების განცხადებით, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილება კორუფციასთან ბრძოლას შეასუსტებს.
საპროტესტო აქციები ყოველ კვირას იმართება. 25 აპრილის აქცია კი განსაკუთრებით მასშტაბური იყო, რადგან ის ისრაელის სახელმწიფოს 75 წლის იუბილეს დაემთხვა. კრიტიკას არ ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ, რომელიც იერუსალიმში დამოუკიდებლობის დღის ცერემონიას დაესწრო. მან მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდა. ისრაელში გამწვავდა მეზობელ პალესტინელებთან დაპირისპირებაც. მხარეებს შორის გახშირდა შეტაკებები.