მთავარისაქართველობრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ქართულ პოლიტიკურ წრეებში აფასებენ

ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ქართულ პოლიტიკურ წრეებში აფასებენ

ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ქართულ პოლიტიკურ წრეებში აფასებენ.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ევროპის ქალაქებში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები ადასტურებს, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ელიან, თუმცა, მათ თქმით, ამას წინ „ქართული ოცნება“ ეღობება. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას აღარ ჰყავს დასავლეთში პარტნიორი, რომელიც მას ენდობა.

„ქართულ ოცნებაში“ კი ფიქრობენ, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ერთმნიშვნელოვნად წარმატებული იყო. მათივე განმარტებით, მათ ბრიუსელიდან მოისმინეს გზავნილები იმ პროგრესსა და პოზიტიურ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობისა და პრესის თავისუფლების მიმართულებით რეფორმების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ასევე ყურადღება გამახვილდა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებსა და მომავალი პარტნიორობის საკითხებზე.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend