მთავარიაზიაჩინეთიჩინურმა მხარემ საფრანგეთში თავისი ელჩის მიერ გაკეთებული განცხადების გამო განმარტემა გააკეთა

ჩინურმა მხარემ საფრანგეთში თავისი ელჩის მიერ გაკეთებული განცხადების გამო განმარტემა გააკეთა

პეკინი იძულებული გახდა, ახსნა-განმარტება გაეკეთებინა თავისი ელჩის განცხადების გამო, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტს უკავშირდება. სკანდალი მას შემდეგ დაიწო, რაც საფრანგეთში ჩინეთის ელჩმა განაცხადა, რომ ყირიმი თავდაპირველად რუსეთს ეკუთვნოდა. მან ასევე საეჭვოდ მიიჩნია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტის საკითხი.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მაო ნინგის განცხადებით,  ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და იცავს გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს. მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩინეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა  ამ ქვეყნებთან. სწორედ ამ დღიდან ჩინეთი იცავდა ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპებს მათთან მეგობრული და ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად. ჩინეთი პატივს სცემს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სუვერენიტეტის სტატუსს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

ჩინეთი ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. ჩინეთის მთავრობა მზადაა,  სამშვიდობო მოლაპარაკებებში მედიატორის როლი შეასრულოს. პეკინში მოსკოვთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც საუბრობენ.

ევროკავშირში ჩინეთის ელჩის განცხადება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაძლო მხარდაჭერად შეაფასეს. ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ  ეს საკითხი ჩინეთისა და ევროკავშირის მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend