28 აპრილს 20:00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ცნობილი პიანისტი და წარმატებული პედაგოგი, ნელსონ გოერნერი სოლო კონცერტს გამართავს. წარმოდგენა ქართველი კომპოზიტორის, პიანისტისა და პედაგოგის, ნოდარ გაბუნიას 90 წლისთავს ეძღვნება.
კონცერტზე მისი ნაწარმოები – “იმპროვიზაცია და ტოკატა“ შესრულდება. ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა, ნანა შარიქაძემ ისაუბრა