კიევმა ბელარუსიდან ელჩი გამოიწვია, ჯერჯერობით უცნობია გაწყდება თუ არა ორ აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები, კიევში მიღებული ეს გადაწყვეტილება მოსდევს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკას შეხვედრას ეგრეთწოდებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერთან, დენის პუშილინთან. ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა რომ მინსკი მზად არის დონბასში მცხოვრებ ადამიანებს დახმარება გაუწიოს.
ალექსანდრ ლუკაშენკა
ბელარუსის პრეზიდენტი
აუცილებელია რომ დონბასში არსებული ვითარების შესახებ პირველი წყაროებიდან შევიტყოთ, გავიგოთ თუ რა ხდება ფრონტის ხაზებზე, დონბასში მიმდინარე ბრძოლები ყველაზე მძიმეა, გვსურს ვიცოდეთ რითი შეგვიძლია დავეხმაროთ დონბასელ ხალხს. წინ ბევრი საქმეა, დანგრეულის აღდგენა აუცილებელია, მზად ვართ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველას გავიწიოთ დახმარება.
ბელარუსი სამხედრო გზითაც უმაგრებს კრემლს ზურგს, სულ ახლახანს მოსკოვმა ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ გამოაცხადა, ბელარუსის სამხედრო საჰაერო ძალების სუ 25 ტიპის საჰაერო სამხედრო ხომალდები კი ტაქტიკური ბირთვული შეიარაღებით აღიჭურვა.
რუსი სამხედრო პილოტი
სუ 25 ტიპის სამხედრო საჰაერო ხომალდებით წვრთნებს ვატარებთ. ამ წვრთნების შედეგად გავაუმჯობესეთ პრაქტიკული უნარები, ახალი შეიარაღება გამოვცადეთ, მათ შორის სპეციალური ტყვია წამალი. წვრთნებს რუსი სამხედრო ინსტრუქტორები ატარებენ, საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ სამშობლოს დაცვისთვის.
რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობა ვითარდება, ბელარუსში რუსული ბირთვული შეიარაღების განთავსება 1 ივლისს დასრულდება.