მთავარიევროპაუკრაინაუკრაინა ბელარუსის საზღვარზე სამხედრო ინფრასტრუქტურას აძლიერებს

უკრაინა ბელარუსის საზღვარზე სამხედრო ინფრასტრუქტურას აძლიერებს

უკრაინა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი შეტევებისთვის ემზადება. ამაში კი მას ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-პოლონეთ-ბელარუსის სასაზღვრო პუნტქს ეწვია, სადაც სამხედრო ნაგებობები შენდება და ბარიერები და დისტანციური ვიდეოთვალთვალის სისტემები მონტაჟდება. ეს ნაბიჯი მიუთითებს, რომ უკრაინა ემზადება, მოიგერიოს შესაძლო თავდასხმები, რომლებიც, შესაძლოა, რუსეთის მთავარი მოკავშირე და უკრაინის მეზობელი ქვეყნიდან, ბელარუსიდან, წამოვიდეს.

უკრაინა მესაზღვრეების ახალ დანაყოფებს ამზადებს. ამავდროულად, თეთრი სახლი საარტილერიო საბრძოლო მასალის ახალი პაკეტის გადაცემას გეგმავს.

„ყველაფერი კეთდება სახელმწიფო დონეზე იმისათვის, რომ დავიცვათ ქვეყანა რუსული თავდასხმებისგან. უკრაინის ცის დასაცავად, სხვა მრავალ იარაღთან ერთად, ჩვენ უკვე გვაქვს სერიოზული საჰაერო თავდაცვის სისტემები. თუმცა საჭიროა მათი კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლინის ოლქში ვიზიტისას პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინელ მესაზღვრეებს შეხვდა. მისი განცხადებით, ვოლინის მოსახლეობა რეალურ ძალას აჩვენებს და ქვეყნის უსაფრთხოებას აძლიერებს. დაგეგმილი სამხედრო ინფრასტრუქტურული პროექტები კი, ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებასთან ერთად, გრძელვადიან პერსპექტივაში სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend