19 აპრილს, საღამოს კიევში ცაზე უცნაური ნათება შენიშნეს. განათების შემდეგ, ჩაირთო საჰაერო განგაშის ხმა, რის გამოც მოქალაქეებმა მიიჩნიეს, რომ ეს ავიაშეტევა იყო. კიევის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ეს NASA-ს თანამგზავრის დაცემის შემთხვევა დაფიქსირდა კიევის ცაზე, თუმცა თავად აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოში ამ ინფორმაციას უარყოფენ.
Can’t catch a break… First air raid alert in Kyiv in several days went off tonight. The reason? According to authorities, NASA satellite debris fell to earth, passing through the airspace of Ukraine’s capital around 10pm and illuminating the sky. pic.twitter.com/vSlmCoUY5W
— Christopher Miller (@ChristopherJM) April 19, 2023
მიმდინარე კვირის დასაწყისში, NASA-ში განაცხადეს, რომ სამეცნიერო კვლევითი თანამგზავრი “რესი” ასრულებს თავის მისიას და დედამიწის ატმოსფეროში ამ კვირის ოთხშაბათს შემოვა, თუმცა როგორც BBC-ის NASA-ს წარმომადგენელმა განუცხადა, მაშინ როდესაც კიევის ცაზე განათება დაინახეს, თანამგზავრი ჯერ კიდევ ორბიტაზე მდებარეობდა და ატმოსფეროში გვიან ღამით აპირებდა შემოსვლა. სამეცნიერო საზოგადოება “ალფა კენტავრი” ასევე აღნიშნავს, რომ კიევის ცაზე აღმოჩენილი ობიექტი, შეუძლებელია რომ ყოფილიყო თანამგზავრი, რადგან მისი დაცემის ტრაექტორია უკრაინისგან ძალიან შორსაა, მეცნიერების თქმით, უფრო დიდი შანსია იმისა, რომ განათების მიზეზი მეტეორიტი იყო. საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოკვლევა.