მთავარიაფრიკასუდანისუდანში გრძელდება შეტაკებები

სუდანში გრძელდება შეტაკებები

უკვე მეექვსე დღეა, რაც სუდანში ბრძოლები მიმდინარეობს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის არმიასა და სწრაფი მხარდაჭერის ძალების გასამხედროებულ ჯგუფს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაუქმდა. ათასობით მოქალაქემ უკვე დატოვა დედაქალაქი ხარტუმი. დედაქალაქიდან გასვლა სცადა 320-მა სამხედრომაც, რომლებიც მეზობელ ჩადში დააკავეს.

ჩადის თავდაცვის მინისტრის ბიჩარა ისა ჯადალას განცხადებით, მათ ტერიტორიაზე სუდანის ჯარიდან 320 სამხედრო შემოვიდა. ვარაუდობენ, რომ არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც. თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მთავრობა ყველანაირ ზომას  მიიღებს, რომ ეს ადამიანები  სათანადო თავშესაფრით უზრუნველყონ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ძალადობრივ შეტაკებებს 270 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო 2000 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანია და იაპონია საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავენ.

გაეროს წარმომადგენლები კი სუდანში არსებული ვითარების განსახილველად ხუთშაბათს შეხვდებიან აფრიკის კავშირის, არაბთა ლიგისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend