მთავარიევროპარუსეთირუსეთში კვლავ მობილიზაციის ეშინიათ და ქვეყანას ტოვებენ

რუსეთში კვლავ მობილიზაციის ეშინიათ და ქვეყანას ტოვებენ

sofooooვლადიმერ პუტინმა უკვე მოაწერა ხელი დაჩქარებული წესით მიღებულ ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეებს, რეზერვისტებსა და ახალწვეულებს ჯარში   ელექტრონული შეტყობინების საშუალებით გაიწვევენ. აქამდე ასე არ იყო.  მათ უწყება ჩაწერის მისამართზე მისდიოდათ და შესაბამისად ჯარში წასვლისგან თავის არიდებაც გაცილებით მარტივი იყო.

ამიერიდან, ვისაც ჯარში გაწვევის უწყება ელექტრონული სახით მიუვა და კომისარიატში არ გამოცხადდება  კანონდამრღვევად ჩაითვლება. მას შეუჩერებენ მართვის მოწმობას, ქვეყნიდან გასვლის უფლებას…  შესაბამისად, კანონის დამტკიცებამ რუსეთში კიდევ ერთხელ გამოიწვია აჟიოტაჟი.  ჯარის ასაკის მამაკაცები კვლავ ქვეყნიდან გაქცევას  ცდილობენ. რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია სახელწოდებით „იარე ტყით“ თბილისიდან მუშაობს და რუსეთის მოქალაქეებს ომში წასვლისგან თავის არიდებაში ეხმარება. ახალი კანონის გამო მათ მიმართ მოთხოვნა გაზრდილია. მხოლოდ ამ ორგანიზაციას, მხოლოდ გუშინ დახმარების თხოვნით 660-მა ადამიანმა მიმართა.

გრიგორი სვერდვინი, ორგანიზაციის „იარე ტყით“ დამფუძნებელი ამბობს:  „უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთში სიტუაცია უკვე შეიცვალა. დიდი რეზონანსი გამოიწვია ამ კანონპროექტმა. ხალხი შეშფოთებულია. ჩვენთან მომართვიანობა ძალიან გაიზარდა. ხალხი დახმარებას ითხოვს.“

მალე შესაძლოა რუსეთიდან  მოქალაქეების  კიდევ ერთი დიდი ნაკადი გამოექცეს მობილიზაციას. ოფიციალური პირები მოსალოდნელ მობილიზაციას უარყოფენ, მაგრამ ხალხის დიდ ნაწილს არ სჯერა.   წინა ჯერზე  მობილიზაცია უკრაინის კონტრშეტევის დროს გამოცხადდა. მსგავს ნაბიჯს დასავლური წყაროების ცნობით კიევი უახლოეს კვირებში კიდევ ერთხელ გეგმავს – კონტრშეტევა ისევ იქნება…   კრემლის კრიტიკოსები და ადამიანის უფლებათა აქტივისტები კი  ნაჩქარევად მიღებულ  კანონს  გმობენ და მას უწოდებენ ნაბიჯს „ციფრული საპყრობილისკენ“. მათი აზრით ეს კანონი   სამხედრო კომისარიატებს უპრეცედენტო უფლებამოსილებებს ანიჭებს.

პოლიტიკური ანალიტიკოსი აბას გალიამოვი ამბობს:  „ერთის მხრივ კი, არის უკმაყოფილება და ომში წასვლის სურვილის არქონა. და მეორე მხრივ არის რეპრესიების გაზრდის შიში. ხალხი სწორედ ამ რთული არჩევანის წინაშე დგება  – ან მიდიხარ, იბრძვი, კვდები ან აპროტესტებ და გაპატიმრებენ. ამ საშინელ პირობებში ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსული ციხე ომისგან დიდად არ განსხვავდება“

რუსეთის მოქალაქეებს კარგად ახსოვთ რა მოხდა რამდენიმე თვის წინ.  2022 წლის სექტემბერში  ვლადიმერ პუტინმა ომში გაიწვია 300 ათასი რეზერვისტი. თუმცა, სხვადასხვა წყაროს ცნობით მობილიზაცია შეეხო ბევრად მეტ მამაკაცს, რომელთა უმეტესობაც ეთნიკურად რუსი არ იყო.  მაშინ  მობილიზაციის გამო სამშობლო ასი ათასობით რუსმა მამაკაცმა დატოვა და ძირითადად ისინი კვლავ ქვეყნის ფარგლებს გარეთ რჩებიან. ომში წასვლის ან სულაც არწასვლის, მაგრამ რეპრესიების შიშით.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend