მთავარიევროპარუსეთირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის, ბრიტანეთისა და კანადის ელჩები დაიბარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის, ბრიტანეთისა და კანადის ელჩები დაიბარეს

ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და კანადის ელჩები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს  ერთობლივად გაკეთებული განცხადების გამო, რომელიც რუსი ოპოზიციონერის ვლადიმირ კარა-მურზასთვის გამოტანილ განაჩენს უკავშირდება. ელჩებმა დაგმეს განაჩენი და კარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. რუსული მხარე ელჩების განცხადებას რუსეთის საშინაო საკითხებში უხეშ ჩარევად აფასებს.

შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და კანადის ელჩებმა  ვლადიმირ კარა-მურზას მიმართ გამოტანილი განაჩენი დაგმეს. ისინი მაშინვე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც  სამინისტროში აცხადებენ, ეს რუსეთის საშინაო საკითხებში უხეში ჩარევა და დიპლომატიური სტატუსისთვის შეუფერებელი საქმიანობაა.

მოსკოვის სასამართლოსთან შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და კანადის ელჩებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათ დაგმეს ოპოზიციონერის მიმართ გამოტანილი განაჩენი და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

კარა-მურზამ კი თავად მიმდინარე სასამართლო პროცესები, რომლებიც დახურულ კარს მიღმა იმართებოდა, 1930-იანი წლების საბჭოთა საჩვენებელ პროცესებს შეადარა. ამავდროულად, კრემლის მომხრე პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ კარა-მურზას უნდა მიესაჯოს პატიმრობა, რადგან იგი დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში ეხმარებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend