მთავარიკუბიპენტაგონიდან დოკუმენტების გაჟონვაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

პენტაგონიდან დოკუმენტების გაჟონვაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

აშშ-ის გენერალური პროკურორის დადასტურებული ინფორმაციით, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა აშშ-ის საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის 21 წლის თანამშრომელი შტატ მასაჩუსეტში ჯეკ ტეიშეირატეიშეირა ეჭვმიტანილია აშშ-ის თავდაცვის სფეროდან ინფორმაციის ფლობასა და გავრცელებაში.

 

პროკურატურა დამატებიტ დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამერიკულმა მედიამ გამოაქვეყნა არაერთი სტატია, სადაც დეტალურად არის აღწერილი პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის დეტალები – დოკომენტები რომელშიც აღწერილია მდგომარეობა უკრაინაში და ასევე ინფორმაცია სხვა ქვეყნებზე.

გამოცემა “ვოშინგტონ პოსტის” ცნობით,  ეჭვმიტანილმა საიდუმლო ფაილები თავის მეგობრებს გაუზიარა ონლაინ-ჩათში პლატოფრმა Discord-ზე. მედიის წყაროების ცნობით, ახალგაზრდა ავრცელებდა საიდუმლო ინფორმაციას თანამოაზრეების მცირე ჯგუფთან, რომლებიც “იზიარებენ სიყვარულ იარაღის მიმართ და აქვთ რასისტული ხედვები”. ნიუ იორკ თაიმსის ცნობით, ტეიშერი ხელმძღვანელობდა დაახლოებით 20-კაციან ონლაინ ჩატს, სახელდ Thug Shaker Central, რომლის წევრები ძირითადად არიან ახალგაზრდები, მოზარდები.

დღემდე გაჟონილი ინფორმაციის მასშტაბი დაუდგენელია, ისევე როგორც რამდენად ავთენტურია ყველა ცნობა, რომელიც დოკუმენტებშია მოყვანილი. მიუხედავად ამისა, დოკუმენტებზე დაფუძნებით ქვეყნდება არაერთი პუბლიკაცია იმის შესახებ, თუ როგორ უყურებს ამერიკა სავარაუდო განვითარებულ მოვლენებს, რა სცენარებს განიხილავს და რა სუსტი მხარეების აქვს როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend