მთავარიაზიაირანიირანში ქალებს ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო სასამართლოში გადაიყვანენ

ირანში ქალებს ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო სასამართლოში გადაიყვანენ

ირანის პოლიციის უფროსმა  ზომების გამკაცრების შესახებ განაცხადა, რეგულაციები შეეხებათ იმ ქალებს, რომლებიც ჰიჯაბს არ ატარებენ. ზნეობის პოლიციის პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდა ქალის მაჰსა ამინის გარდაცვალებისა და განვითარებული მოვლენების შემდეგ საზოგადოებრივ ადგილებში  სულ უფრო მეტი ქალი დადიოდა ჰიჯაბის გარეშე.

თვეების განმავლობაში არსებულ წესებს ბევრი უგულებელყოფდა. ახლა კი თავსაბურავის გარეშე მყოფ ქალებს სასამართლოს წინაშე მოუწევთ წარდგომა. ასევე დახურვით ემუქრებიან იმ მაღაზიებსა და რესტორნებს, რომელთა მეპატრონეებიც თავიანთ სივრცეში ქალებს ჰიჯაბის გარეშე შემოუშვებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend