მთავარიევროპაირლანდიაჯო ბაიდენი ბელფასტში ჩავიდა

ჯო ბაიდენი ბელფასტში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკვე ბელფასტშია. ბელფასტში ჩასვლით დაიწყო მისი ოთხდღიანი ვიზიტი ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკაში. შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაერთიანებულ სამეფოში „დიდი პარასკევის“ სამშვიდობო შეთანხმების 25 წლისთავის აღსანიშნად ჩავიდა. შეთანხმებამ დაასრულა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ძალადობა, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღეს ჯო ბაიდენი ოლსტერის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკაში ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბელფასტში ჩავიდა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან რიში სუნაკთან მოკლე შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი ბაიდენი მალევე გადაიყვანეს სასტუმროში.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ირლანდიაში გაერთიანებული სამეფოს ამ რეგიონში გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების 25 წლის აღსანიშნად ჩავიდა. როგორც ცნობილია, შეერთებული შტატები აქტიურად იყო ჩართული  „დიდი პარასკევის“ შეთანხმების მოლაპარაკებაში, რომლითაც დასრულდა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ძალადობა, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამავდროულად, ბელფასტის პოლიცია სრულ მზადყოფნაშია. ბაიდენი ოლსტერის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლას გეგმავს. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტია, შეთანხმება ძალაში დარჩეს და მშვიდობა შენარჩუნდეს. როგორც ცნობილია, საუბარი ასევე შეეხება, თუ როგორ დაეხმარება შეერთებული შტატები ჩრდილოეთ ირლანდიას სუსტი ეკონომიკის გაძლიერებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend