სიღარიბე და რუსეთის საქართველოში სამხედრო აგრესიის შესაძლებობა მოსახლეობის ნახევარმა, 50%-მა უსაფრთხოების ყველაზე მაღალი რისკის საფრთხედ შეაფასა – ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცეტრის საქართველოს, ახალ კვლევაში, რომლის პრეზენტაციაც 11 აპრილს თბილისში გაიმართა.
ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის შედეგად ორი ძირითადი მიგნება გამოიკვეთა. პირველი არის ის, რომ დღემდე საქართველოს მთავრობასა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს არ დაუსრულებიათ მუშაობა ეროვნულ დოკუმენტებზე, რომელთა საფუძველზეც უნდა განისაზღვროს ქვეყნის სადაზვერვო, საგარეო საფრთხეებისა თუ სხვა მიმართულებებით საქმიანობის სტრატეგიები. ხოლო მეორე მიგნებად ქვეყნის უსაფრთხოების ინსტიტუტებზე პოლიტიკური გავლენა სახელდება, რომელიც კვლევის ავტორების თქმით დიდია, ხოლო სასამართლო და საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, უსაფრთხოების ინსტიტუტების რიგ საქმიანობებზე საერთოდ არ ვრცელდება.