მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარისაფეხბურთო ექსპერტი, "შალკესა" და "აუგსბურგის" ყოფილი მწვრთნელი, მანუელ ბაუმი

საფეხბურთო ექსპერტი, “შალკესა” და “აუგსბურგის” ყოფილი მწვრთნელი, მანუელ ბაუმი

საფეხბურთო ექსპერტი, “შალკესა” და “აუგსბურგის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მანუელ ბაუმი “ევრონიუს ჯორჯიას” ქართული ფეხბურთის შესახებ ესაუბრა.

– როგორც ვიცი აქ მხოლოდ დასასვენებლად არ ხართ ჩამოსული. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც საქართველოს სტუმრობთ. შეგიძლიათ მოგვიყვეთ თქვენი გეგმების შესახებ აქ?

– მანუელი ჩემი ოჯახის წევრები აქ პირველად ჩამოვიდნენ. მხოლოდ თბილისში ვიყავით, აქაურობა ძალიან მოეწონათ განსაკუთრებით კი საჭმელი და ხალხი. ახლა ჩემი ოჯახი გერმანიაში დაბრუნდა, მე კი აქაურ საქმეებს უნდა მივხედო.

– შეგიძლიათ უფრო მეტი მოგვიყვეთ თქვენი გეგმების შესახებ აქ, საქართველოში, რა არის თქვენი მიზანი?

 – ახლა ძალიან ახლოს ვარ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან. ჩვენ ვცდილობთ დავნერგოთ ახალი სასწავლო პროგრამა, მაგალითად სპორტული მეცნიერება. გვსურს რომ ამით ხელი შევუწყოთ საქართველოში საფეხბურთო გუნდების, მოთამაშეებისა და მწვრთნელების განვითარებას. გერმანიიდან საქართველოში ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდა

– ფეხბურთელს ვხედავთ, თუმცა ვფიქრობთ რომ აქაურობას უფრო მეტად სჭირდება გერმანული სტრუქტურა. ვფიქრობ, ქართულ-გერმანული კომბინაცია საინტერესო იქნებოდა და ხელს შეუწყობდა იმას რომ საქართველოში უფრო მეტი კვარაცხელია გვყავდეს.

 – დიახ, ქართული ნიჭი და გერმანული დისციპლინა ერთად განსაკუთრებული რამ იქნებოდა არა?

– ზუსტად.

– რამდენად მნიშვნელოვანია რომ უნივერსიტეტებსა და სკოლებში უფრო მეტად იყოს დანერგილი სპორტული მეცნიერების კურსები იმისათვის, რომ სურვილის შემთხვევაში ახალგაზრდებმა მიიღონ შესაბამისი განათლება ფეხბურთისა და სპორტის შესახებ?

– ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება მატჩის ანალიზი იქნება. ეს საჭიროა იმისათვის რომ უფრო მეტად გაიცნო მეტოქე გუნდი და ასევე შენი მოთამაშეები რათა ხელი შეუწყო მათ განვითარებას. ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვების საკითხი. რისი ჭამა შეიძლება თამაშამდე და თამაშის შემდგომ. ძალიან საინტერესო იქნება თუ მნიშვნელოვან დეტალებს ჩავუღრმავდებით და ფეხბურთის შესახებ უფრო მეტს ვისაუბრებთ. შეგვიძლია ეს ცოდნა გავავრცელოთ ქართულ გუნდებში, ახალგაზრდა ფეხბურთელებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა საქართველოში ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს.

– რამდენად სასიამოვნო იქნება თქვენთვის მომავალში საქართველოში მუშაობა და ახალგაზრდა ფეხბურთელების ხელშეწყობა?

– ძალიან სასიამოვნო იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ფეხბურთელებს შეუნარჩუნდეთ თავიათი იდენტობა, ღირებულებები, ისინი არ უნდა გახდნენ გერმანელი მოთამაშეები, ყველაფერი ერთმანეთს უნდა შევუთავსოთ. ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება თბილისური და ქართული ღირებულებების გაცნობა.

 – როგორც უკვე აღვნიშნე, თქვენ ტოპ ლიგის, ბუნდესლიგის გუნდების მწვრთნელი იყავით, თუმცა თქვენ ასევე ძალან პოპულარული ხართ სოციალურ მედიაში, ტიკ-ტოკში მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩების მოკლე ანალიზისთვის. უფრო მეტი რომ მოგვიყვეთ ამ ამბის შესახებ. როდის გადაწყვიტეთ ასეთი ვიდეობის ჩაწერა და რა იყო მოტივაცია ამისათვის?

 ამ ვიდეოების გადაღება მსოფლიო ჩემპიონატის დროს დავიწყე. იმ დროს ტიკ-ტოკზე ბევრი ვიდეო მხვდებოდა, რომელშიც ხალხი ცეკვავდა. მე არ მინდოდა რომ მეცეკვა, ცუდი მოცეკვავე ვარ. ჩემი მიზანია რომ ხალხს საფეხბურთო განათლება მივცე, მივაწოდო საინტერესო ინფორმაცია გუნდებისა და მოთამაშეების შესახებ. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ხალხის რეაქცია. ბევრს ასეთი რაღაცები არ აინტერესებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ბევრი დაინტერესდა მოთამაშეებისა და გუნდების თამაშის სტილით. ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე. ბევრი გავიგე იმ თაობის შესახებ, რომელიც აქტიურად ადევნებს თვალს სოციალურ მედიას. მათ არ სურთ გუნდებისთვის დიდი ყურადღების დათმობა. თუ არ უნდათ რომ მომისმინონ 5 წუთზე დიდ ხანს როდესაც სალაპარაკო ბევრი მაქვს, მე უნდა შევცვალო მიდგომა, კითხვები, სიტყვები იმისათვის რომ მივიქციო მათი ყურადღება 30 წუთის განმავლობაში. ასევე ვისწავლე, რომ შემიძლია ვესაუბრო საზოგადოებას.

– მუმდივად მაქვს მიმოწერა გამომწერებთან და ვუახლოვდები მათ. ასევე ხშირად ფეხბურთელები მწერენ კითხვებს, რომლებსაც ტიკ-ტოკის ვიდეოებში ვპასუხობ. თითქმის ყველა ფეხბურთელს აქვს სოციალური ქსელი, ამიტომაც მათთან კომუნიკაცია უფრო გამარტივებულია.

– თქვენ ახსენეთ მსოფლიო ჩემპიონატი და ცეკვა. ერთადერთი რამ რაზეც ახლა ვფიქრობ არის ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელის, ტიტეს ცეკვა მოთამაშეებთან ერთად, ასე რომ მწვრთნელების ცეკვაში უცნაური არაფერი არ არის…  როგორც უკვე აღვნიშნეთ თქვენ ხართ მწვრთნელი და საფეხბურთო ექსპერტი, ეს ორი განსხვავებული რამ არის. შეგიძლიათ გვითხრათ რომელი საქმიანობა არის თქვენთვის უფრო მეტად სასიამოვნო?

თუ ამ მაგიდას შევხედავთ, აქ ყოველთვის ფეხბურთია. თუ სკამზე შენ დაჯდები, ეს მედია-სკამი იქნება, თუ სკამს შევიცვლი ფეხბურთის მწვრთნელის სკამზე მოვხვდები, შემდეგ კი სოციალური მედიის სკამზე. საბოლოოდ კი ფეხბურთში უფრო კომპეტენტური გავხდები. თუ მწვრთნელი ვარ, უფრო მეტად კომპეტენტური უნდა ვიყო ფეხბურთში, თუ საფეხბურთო ექსპერტი ვარ, უფრო მეტად უნდა ვერკვეოდე მედიის საკითხებში. თუ შესაბამისი ცოდნა მექნება, რამდენიმე როლის გამოცვლასაც შევძლებ, დავინახავ ფეხბურთს სხვა თვალით. ეს გაცილებით უკეთესია ვიდრე მხოლოდ მწვრთნელის სკამზე ჯდომა, ჩემს მაგიდაზე ბევრი სკამია!

– დავუბრუნდეთ ქართულ ფეხბურთს. გვყავს მოთამაშეები ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, რომლებიც ტოპ ლიგებში თამაშობენ. ასევე გვყავდა ლევან კობიაშვილი, რომელიც თქვენს გუნდში „შალკეში“ თამაშობდა, როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ტოპ ლიგებში თავი უფრო მეტმა ქართველმა დაიმკვიდროს?

– ვფიქრობ, რომ თქვენ უკეთესი სტრუქტურა გჭრიდებათ მწვრთნელებისა და მოთამაშეების განათლებისთვის. ასევე საჭიროა ისეთი ადამიანები, რომლებიც ევროპას ქართველი ფეხბურთელების შესახებ მოუყვებიან. ქართველმა ფეხბურთელებმა სხვა ქვეყნებისკენ რამდენიმე მნიშვნელოვანი, შესაბამისი საფეხური უნდა გაიარონ. მაგალითად ქუთაისის „ტორპედოდან“ „ბაიერნ მიუნხენში“ გადასვლა ზედმეტად დიდი საფეხურია, ამიტომაც მოთამაშეების გასავლელ გზაზე ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი იმისათვის რომ საქართველოს უფრო მეტი უკეთესი ფეხბურთელი ჰყავდეს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ქართველ ფეხბურთელებს დიდი პოტენციალი აქვთ, რომლესაც შესაბამისი გამოყენება სჭირდება.

 

–  ქართველ გულშემატკივარს ეროვნული ნაკრები ძალიან უყვარს და ისეთი ვარსკვლავების დახმარებით, როგორიც ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილია, ფანებს იმედი აქვთ, რომ ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამშებს. როგორ ფიქრობთ შეძლებს „ბაიერნ მიუნხენის“ ყოფილი მოთამაშე და ნაკრების მწვრთნელი, ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებთან ერთად მთავარი ამოცანის შესრულებას და დიდ ტურნირზე გასვლას?

 

– ამის იმედი მაქვს. სანიოლი საფრანგეთიდანაა, რომელიც გერმანიაში თამაშობდა უამრავი წელი და სხვადასხვა ქვეყნის კულტურას ძალიან აფასებს. ის არამარტო კარგი მწვრთნელი, არამედ კარგი ლიდერიცაა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მწვრთენლმა ერთი მთლიანი გუნდი შექმნას და არა ერთ ან ორ მოთამაშეზე აწყობილი, ფეხბურთელები როცა ეროვნული ნაკრების ფორმას მოირგებენ, მათ შესაბამისი გრძნობა უნდა დაეუფლოთ, რაშიც სანიოლი ძალიან ძლიერია და ამ რწმენას ქართველ ფეხბურთელებს აუცილებლად მისცემს.

– ძალიან საინტერესო იქნება რას გვეტყოდით საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშთან დაკავშირებდით, რომელიც 1:1 დასრულდა ნორვეგიის წინააღმდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას განსხავებულ განლაგებაში მოუწია თამაში ჯერ 3-5-2, შემდეგ კი 4-4-2, ხოლო ნაპოლი 4-3-3 სისტემით თამაშობს, თქვენ რომ იყოთ ხვიჩას მწვრთნელი, რა ფორმაციაში ათამაშებდით მას?

 

– პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის სწორ პოზიციაზე დააყენო, რადგან თუ მას პოზიციას შეუცვლი, იმდენად შედეგიანი ვეღარ იქნება მოედანზე, როგორიც ახლაა. ნაპოლიში ის ყოველდღიურად და ყოველკვირეულად სამი თავდასმხელის ტაქტიკაში ვარჯიშობს, შესაძლოა უკეთესი იყოს, რომ ნაკრებშიც ამ პოზიციაზე იდგეს, იმიტომ რომ როცა მოედანზე სხვა ადგილას ხარ, სულ სხვა ორიენტაციით უნდა ითამაშო და მალევე გადაეწყო ახალ სტილზე. მე ყოველთვის მირჩევნია, რომ ჩემი მოთამაშეები ისეთ ადგილას იყვნენ მოედანზე, სადაც ყველაზე კარგად გრძნობენ თავს.

– ასევე აღსანიშნავია საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ვარსკვლავი, გიორგი მამარდაშვილი, მისი ისტორია ნამდვილად გასაოცარია, ის საქართველოს ეროვნული ლიგიდან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში, ესპანურ ლა ლიგაში გადავიდა. გიორგი ვალენსიაში თავდაპირველად მესამე მეკარე იყო, მან გამოიყენა თავისი შანსები და დღეს უკვე ძირითადის მეკარეა და ასევე ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო

 

თავის პოზიციაზე. თქვენი აზრით მამარდას ისტორია იქნება თუ არა ქართველი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის წყარო?

 

–  ახალგაზრდებისთვის საკუთარ თავზე მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანია და თქვენი ახალგაზრდა და ვარსკვლავი ფეხბურთელების მაგალითები მათთვის ძალიან დიდი მოტივაცია იქნება.

 ვისაუბროთ მეკარეების შესახებ იქიდან გამომდინარე, რომ თქვენც მეკარე იყავით სანამ სამწვრთნელო კარიერას დაიწყებდით. მეკარეებს ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო დავალება აქვთ, ერთმა დიდმა შეცდომამ შეიძლება მათი კარიერა მთლიანად შეიწიროს, ასეთ შემთხვევაზე ბევრს ლორის კარიუსი და ჩემპიონთა ლიგის ფინალი ახსენდება. თქვენ გაქვთ თუ არა რამე განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ხრიკები მეკარეებისთვის და ასევე რამე განსხვავებული მიდგომა მათთან მუშაობისას?

 

– როცა მეკარე ხარ, განსაკუთრებული აზროვნება გჭირდება, მე ყოველთვის ვამხნევებდი მეკარეებს, რომ თუ ისინი შეცდომას დაუშვებდნენ, ეს არ იქნებოდა პრობლემა. მეკარე ხომ ბოლო კაცი და იმედია მოედანზე, მას შეუძლია თამაში რადიკალურად შეცვალოს და განწირული გუნდი გადაარჩინოს, ასე რომ მეკარეს არასდროს უნდა ჰქონდეს ნეგატიური აზრები თამაშის წინ და უნდა სჯეროდეს, რომ მას ყოველ წამს შეუძლია გახდეს მატჩის მთავარი გმირი. თქვენც მეკარე იყავით და თქვენთვისაც ძალიან კარგად ნაცნობია გრძნობა, როცა განსაკუთრებული ხარ მოედანზე.

– გეთანხმებით. მეკარეებთან დაკავშირებით კიდევ ერთ კითხვა მაქვს. ხშირ შემთხვევაში, როდესაც მწვრთნელები მეკარეების შეფასებისას უფრო მეტად მათ სიმაღლეს აქცევენ ყურადღებას. თითქოს, თუ ის მაღალი არ არის, მაშინ ის მაღალ დონეზე სათამაშოდ მზად არ არის. ეს პრობლემაა. ასეთ მიდგომებს კარიერის განმავლობაში თქვენც შეხვდებოდით, როგორც ახლა ბევრი ახალგაზრდა მეკარეს უწევს ამის გადალახვა. თუმცა არაინ საპირისპირო მაგალითებიც, როგორებიც არიან იან ზომერი, ჯორდან პიკფორდი. რა რჩევას მიცემდით იმ ახალგაზრდა მეკარეებს, რომლებსაც ამ მომენტში გასნაკუთრებული ფიზიკური მონაცემები არ აქვთ?

 

–  მათ მოედანზე თავიანთი თამაში უნდა იპოვონ. მეც არ ვყოფილვარ მაღალი მეკარე. თუმცა მე კარგად მესმოდა თამაშის სტილი და მიმდინარეობა. თამაშს კარგად ვკითხულობდი. თუ მოწინააღმდეგე გუნდი პასს დაცვის უკან გააკეთებდა, მე ყოველთვის მზად ვიყავი რომ ბურთზე ფეხით პირველს მეთამაშა. თუ თამაშის მიმდინარეობას კარგად ვერ წაიკითხავ, მაშინ მოწინააღმდეგე შენთან ერთ-ერთზე დარჩება. ამიტომ უნდა შეხედო შენს ძლიერ მხარეებს. რაში ხარ ძლიერი.

შემდგომ კი ეს უნარები უნდა განავითარო. მაღალი ხარ თუ დაბალი ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მწვრთნელებს მაშინ ექმნებათ პრობლემა, როდესაც შედარებით დაბალი მეკარე გოლს გაუშვებს და ამ დროს მედია საუბარს იწყებს იმაზე, რომ მაღალი მეკარე ამ გოლს არ გაუშვებდა. ამიტომ ხშირად მაღალი მეკარეები უფრო პოპულარულები არიან.

 

– მინდა გკითხოთ საქართველოს ეროვნულ ლიგაზეც. როგორც ეროვნულ ნაკრებთან მიმართებაში, ისე გუნდებთან, არსებობს ძალიან დიდი იმედები რომ ქართული კლუბები, მათ შორის დინამო ბათუმი, ევროტურნირებზე იასპარეზებენ. თუმცა სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ვერცერთი ქართული გუნდი ვერ ახერხებს ამას. რა უნდა გაკეთდეს მომდევნო წლების განმავლობაში იმისთვის, რომ საქართველოს ჩემპიონატი გაძლიერდეს?

მიმაჩნია, რომ მთავარი საქართველოში ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაა. ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია მწვრთნელების განვითარება. ამისთვის მწვრთნელებს სჭირდებათ, რომ სწორი მიდგომა ჰქონდეთ. ისინი მზად უნდა იყვნენ, რომ სხვისგან ისწავლონ, რომ შემდეგ თავად გახდნენ უფრო ძლიერი სპეციალისტები. როდესაც ეს ყველაფერი ერთიანად განვითარდება, შემდეგ ქართულ გუნდებს გაცილებით მეტი შანსი ექნებათ, რომ თავიანთ ევროპულ მიზნებს მიაღწიონ. არ ვსაუბრობ მხოლოდ კონფერენსლიგაზე. ასევე შესაძლებელია ჩამპიონთა ლიგაზე მოხვედრაც.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend