მთავარიაზიაჩინეთიჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში მკაცრად დაგმეს ჯანმოს ბრალდება

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში მკაცრად დაგმეს ჯანმოს ბრალდება

ჩინეთმა მკაცრად გააკრიტიკა ჯანმო წაყენებული ბრალდების გამო, რომელიც კორონავირუსის წარმოშობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის განზრახ დამალვას უკავშირდება. ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ ჩინეთმა 2021 წელს ერთობლივი კვლევის ფარგლებში სრული ინფორმაცია წარადგინა.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი შენ ჰონგბინგი აცხადებს, რომ ერთობლივი კვლევის პროცესის პირველ ეტაპზე ჩინეთმა ექსპერტთა ჯგუფებს წარუდგინა იმ პერიოდისთვის არსებული ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ვირუსის წარმოშობას უკავშირდებოდა. მისი თქმით, ჩინურ მხარეს არ დაუმალავს არაფერი,  არც ნიმუში, არც კვლევები და არც  ანალიზის შედეგები.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში მიაჩნიათ, რომ მსგავსი სახის ინფორმაცია და ბრალდებები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნდობასა და რეპუტაციას შელახავს.

ჩინური მხარე ასევე ჯანმოს კორონავირუსის წარმოშობის საკითხის პოლიტიზებაში ადანაშაულებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend