მთავარიევროპაუკრაინააღმოსავლეთის ფრონტი: რუსული ძალები ბახმუტზე კონტროლის დამყარებას კვლავ ცდილობენ

აღმოსავლეთის ფრონტი: რუსული ძალები ბახმუტზე კონტროლის დამყარებას კვლავ ცდილობენ

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსი სამხედროები კვლავ ცდილობენ  ქალაქ ბახმუტზე სრულად კონტროლის დამყარებას.

აღმოსავლეთ უკრაინაში კი ექიმებმა გადაარჩინეს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ნათესავებმა მისსავე ეზოში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. გამოცემა „კიევ ინდეფენდენტის“ ცნობით, რუსულმა მხარემ 6 აპრილის საღამოს სამი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა,  აქედან ორი ქალაქ ნოვობერისლავში, ერთი კი – კოზაცკეში.

ბოლო ინფორმაციით, უკრაინელებმა ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკისა და მარინკის მიმართულებით რუსების 20-ამდე შეტევა მოიგერიეს.

ამავდროულად, რუსული მხარე აცხადებს, რომ დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკრაინელთა სარაკეტო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ადასტურებს რუსეთის მიერ დანიშნული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაური დენის პუშილინი.

ერთ-ერთ ტელეგრამარხზე გავრცელდა ვიდეოკადრები. რომლებშიც ჩანს, რომ ევგენი პრიგოჟინი მივიდა სასაფლაოზე, სადაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები არიან დაკრძალული.

პრიგოჟინის თქმით, სამწუხაროდ, სასაფლაოს ტერიტორია იზრდება, თუმცა დასძენს, რომ ეს ომისთვის დამახასიათებელია, რადგან ვინც იბრძვის, ის კვდება კიდეც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend