მთავარიევროპაუკრაინაჩეხეთი უკრაინის ფრონტის ხაზზე მშრალ საკვებს გზავნის

ჩეხეთი უკრაინის ფრონტის ხაზზე მშრალ საკვებს გზავნის

უკრაინას  სხვადასხვა ფორმით ეხმარებიან. მშრალი საკვებით სავსე ყუთები ჩეხეთიდან პირდაპირ უკრაინის ფრონტის ხაზზე იგზავნება. ადგილობრივმა კომპანიამ შეიმუშავა ტექნოლოგია, რომლის წყალობითაც, გამზადებული კერძები დიდი ხნის განმავლობაში არ ფუჭდება. ასეთი საკვები დაუმუშავებელზე 5-ჯერ უფრო მსუბუქია. აქ დამზადებული კერძები პირდაპირ ფრონტის ხაზზე ხვდება.

ჰუმანიტარული ორგანიზაციის „ჩეხები უკრაინელებისთვის“ პრეზიდენტი იან ზამრაზილი ამბობს, რომ ისინი საკვებს პირდაპირ აწვდიან ფრონტის ხაზზე მყოფ მებრძოლებს ბახმუტში. ისინი  ახლა ტვირთავენ 10 000 ულუფას და ეს უფრო დიდი რაოდენობაა, ვიდრე კონსერვები რომ ჩაეწყოთ.

კომპანიამ „ფრიზ დრაიმ“ საკუთარი ხარჯებით უკვე გაგზავნა 100 000 ევროს ღირებულების საკვები უკრაინაში. ახლა უფრო მეტის გაგზავნა სურს, ამისთვის კი  დამატებით სახსრებს იზიდავს. კომპანია ამჟამად 20 სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს. უკვე 3 წელია, ის ჩეხეთის არმიასაც ამარაგებს.

კომპანია FREEZE DRY-ს კვლევის მენეჯერი რუდოლფ კალოვსკი ამბობს,   რომ   ეს საკვები ძალიან მოსახერხებელია კრიტიკულ სიტუაციებში, როგორებიცაა, მაგალითად, ტორნადო ან მიწისძვრა. სადაც არ უნდა გაჩნდეს პრობლემები, მომდევნო დღეს უკვე აქვთ საკვები, რომელსაც მომზადება აღარ სჭირდება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კერძებს, მაგალითად, გულიაშსა თუ შემწვარ ქათამს, ისეთივე გემო აქვს, როგორიც სახლში დამზადებულს. რაც მთავარია, მარტივია მისი შენახვა და გადატანა. საკვების მოხმარების ვადა 30 წელს აღემატება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend