მთავარიმსოფლიოჭურვები გაღარიბებული ურანით - გამოყენების ისტორია

ჭურვები გაღარიბებული ურანით – გამოყენების ისტორია

დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებამ,  გააგზავნოს უკრაინაში  ჭურვები, რომლებიც დამზადებულია გაღარიბებული ურანით, გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია. გაღარიბებული ურანის გამოყენება არ არის აკრძალული არცერთი საერთაშორისო შეთანხმებით, თუმცა საკამათო რჩება ასეთი ტიპის იარაღის გამოყენების მიზანშეწონილობა.

ცნობილია, რომ 1999 წელს მაშინ, როცა ნატოს ქვეყნებმა იუგოსლავია დაბომბეს, გაღარიბებული ურანის ზემოქმედების გამო დაიღუპა 400 იტალიელი ოფიცერი, 8 ათასამდე კი მძიმედ დაავადდა.

ანჯელო ტარტალიამ ამის შესახებ ბევრი რამ იცის. იტალიელი ადვოკატი ბოლო 20 წელია,  იცავს სამხედროების უფლებებს, რომლებიც წლებია იტანჯებიან გაღარიბებული ურანის მქონე იარაღის გამოყენების გამო. მას მოგებული აქვს სამასზე მეტი სასამართლო პროცესი, სადაც დაამტკიცა კავშირი გაღარიბებულ ურანის გამოყენებასა და რიგ დაავადებებს შორის.

“ვინც ამბობს, რომ უკრაინას გაღარიბებული ურანის იარაღს მიაწვდის უნდა გააცნობიეროს საკუთარი ქმედებების შედეგები. არის რაღაცები, რისი გაკეთებაც ომის დროს შეიძლება და სხვა რაღაცებიც, რისი გაკეთებაც არ შეიძლება. იტალიის მაგალითით, სადაც ახლა სამხედრო კანონი მოქმედებს, იგივე უნდა ხდებოდეს ევროპულ დონეზეც”, – ამბობს ადვოკატი ანჯელო ტარტალია

ასეთი ტიპის იარაღი გამოიყენებოდა ბრძოლის სხვა ველებზეც. მაგალითად, ერაყსა და ავღანეთში. ევროპარლამენტს არაერთხელ მიუღია რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებდა გაღარიბებული ურანით იარაღის აკრძალვას, თუმცა რამდენიმე ქვეყანა არ ეთანხმება ამ მოწოდებებს. ტარტალიას თქმით, თუ კი უკრაინაში იქნება გამოყენებული გაღარიბებული ურანი ეს გამოიწვევს შეუქცევად პროცესებს.

“არსებობს იმის ალბათობა, რომ როგორც უკრაინელი, ისე რუსი სამხედროები შეიძლება დაავადნენ, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეული დაბინძურება,  რაც გარემოს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს, ეს კი ნიშნავს, რომ სამოქალაქო პირებიც საფრთხის ქვეშ იქნებიან” , – აცხადებს ანჯელო ტარტალია

დღესდღეობით არ არსებობს მკაცრად გაწერილი წესები, რაც დაარეგულირებს გაღარიბებული ურანით დამზადებული იარაღის გამოყენებას.

ზოგიერთი პოლიტიკოსი მზად არის გამოვიდეს მსგავსი იარაღის აკრძალვის მოწოდებებით და სთხოვონ ევროკავშირს, კვლავ გაამახვილოს  ყურადღება ამ საკითხზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend