მთავარიმსოფლიოNASA მთვარეზე ბრუნდება

NASA მთვარეზე ბრუნდება

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ნასამ წარადგინა ის რჩეული ადამიანები, რომლებიც მთვარისკენ გაემგზავრებიან.  ამერიკელი ასტრონავტები, კრიტსინა კოხი, ვიქტორ გლოვერი და რიდ უაიზმენი და ასევე კანადელი ასტრონავტი ჯერემი ჰანსენი, მისიის „არტემის 2-ის“ წევრები არიან. 50 წლის შემდეგ ისინი პირველად გაემგზავრებიან  დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრისკენ. ფრენა 2024 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.

გეგმის მიხედვით, მისია 10 დღეს გასტანს. ასტრონავტები უმეტეს დროს გაატარებენ ორიონის კაფსულაში, რომელიც მთავარ რაკეტას კოსმოსში ასვლისთანავე ჩაეხსნება. კაფსულა მთვარეს წრეზე შემოუვლის, შემდგომ დედამიწაზე დაბრუნდება და ოკეანეში დაეშვება.

ეს მისია გზას გაუხსნის მისია „არტემის 3-ს“, რომელიც 2025 წელს მთვარეზე დასაშვებად გაემგზავრება. ნასას საბოლოო მიზანია, მთვარეზე მკვლევრები უფრო მეტხანს დარჩნენ, ასევე მთვარის ზედაპირზე აშენდეს ცდების ჩასატარებელი ბაზა, სადაც დაიგეგმება უფრო შორი მანძილის მისიები, როგორიცაა, მაგალითად,  მოგზაურობა მარსისკენ.  მისიის სავარაუდო ღირებულება 100 მილიარდ დოლარს შეადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend